31 იან 2026
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველი მოთამაშეების გუნდები შეხვდნენ. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ 130:120 დაამარცხა.
შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ მამუკელაშვილმა მიიღო. მან მოედანზე 24 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
რაც შეეხება ბითაძეს, მას უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა და შესაძლოა, 6 თებერვლამდე გაცვალონ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი გადაბირებით „ტორონტო რეპტორსია“ დაინტერესებული.