ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი

31 იან 2026

ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განიხილა მიმდინარე საუნივერსიტეტო რეფორმა. მან განაცხადა, რომ ორი უნივერსიტეტის შერწყმა არ ნიშნავს ტექნიკური უნივერსიტეტის დახურვას, ქონების გასხვისებას ან პერსონალის შემცირებას.
მისი თქმით რეფორმის წინააღმდეგ გავრცელებული ნარატივები რადიკალური ძალების მხრიდან დეზინფორმაციას ეფუძნება. 
რეალურად ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება საერთაშორისო დონეზე სტუდენტების დიპლომი უფრო მეტად მძლავრი გახდება. განათლების მინისტრის განცხადებით არცერთი თანამშრომელი არ ზარალდება და უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა შენარჩუნდება.
განათლების სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მუდმივი რეფორმა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისა და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.