31 იან 2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მოხსენებაში მინისტრმა უწყების მიერ განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მიღწევებსა და შედეგებზე ისაუბრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიში დადებითად შეაფასა და განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.