ბოლნისში უეფას III კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

31 იან 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილი, ბუნებრივრივსაფარიანი სტადიონის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ფონდის ინფორმაციით, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც.

„საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეწყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი.

ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით", - აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში.