31 იან 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 1992 წელს დაბადებული პირი, რ.მ ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული.
"რ.მ პოლიციას არ დაემორჩილა, ხოლო შემდეგ ავტომანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.