ბრიფინგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში

31 იან 2026

ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს - უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი  ყანდაშვილი ირწმუნება, რომ ადვოკატების დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება.
როგორც ყანდაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, იურიდიული დახმარების შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, ასოციაციამ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა პროცესში ჩართულობა.