ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა

31 იან 2026

ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ საერთო კრებას გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის გეგმები წარუდგინა. საერთო კრებაზე გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ციფრული ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე.

საერთო კრებაზე ელქტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და სანოტარო არქივის გაციფრულების უპირატესობებზეც ისაუბრეს. ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად ამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს; მოქალაქეები სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას იღებენ. აღსანიშნავია, რომ არქივის გაციფრულების პროცესი მიმდინარეა. ამ ეტაპზე დიგიტალიზირებულია 427 ნოტარიუსის არქივი.

საერთო კრებაზე დამტკიცდა პალატის ახალი წესდება და 2026 წლის ბიუჯეტი. გაიმართა ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონია. გასულ წელს ნოტარიუსები დაინიშნენ საგარეჯოში, ქობულეთში, შუახევში, ცაგერში და სოფლებში საგურამოსა და მარტყოფში. სანოტარო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისთვის ზოგიერთ ქალაქს ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ემსახურება.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.