31 იან 2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და სამეცნიერო საზოგადოების ნაწილმა, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. როგორც სტუ-ის წერილშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.