01 თებ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ს.ხ. და 1968 წელს დაბადებული ნ.ა. სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლს მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.