წყალდიდობა ჩილეში

01 თებ 2026

 ჩილეში წყალდიდობას ებრძვიან. ქალაქ სანტიაგოში ძლიერი წვიმების შედეგად წყლის ნაკადი ადიდდა და საავტომობილო გზები დაიტბორა. დაზიანებულია ელექტროენერგიის ბოძები. რამდენიმე რეგიონში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.