ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ - არმიის მთავარსარდალი

01 თებ 2026

ირანის შეიარაღებული ძალები ქვეყანას ბოლო მომენტამდე დაიცავენ -ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა განაცხადა. ამირ ჰატამის თქმით, თავდაცვითი შესაძლებლობები სხვა ასპექტები უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე 12-დღიან ომამდე იყო. მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები სავსეა მეთაურებით, გენერლებით, ოფიცრებითა და ჯარისკაცებით, რომლებიც ქვეყანას ბოლო მომენტამდე იცავენ. ასევე დაამატა, რომ ქვეყნის სარაკეტო და თავდაცვითი ძალა უკეთეს მდგომარეობაშია.