01 თებ 2026
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დამატებით ინფორმაციას ელოდება და მომავალ კვირას ახალი შეხვედრების გამართვას ელის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის. ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დღეს, პირველ თებერვალს აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ „შეხვედრებს მომავალ კვირაში ელის“.