01 თებ 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს. დონალდ ტრამპმა თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიღწეულია შეთანხმება და კონცეფციაც. ასევე, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელისგან ნავთობს ჩინეთიც შეიძენს. „ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება. ჩვენ ამას მივესალმებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.