01 თებ 2026
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ისევ გააპროტესტეს თბილისში.
პროფესორ-მასწავლებლები განათლების მინისტრთან და საპარლამენტო კომიტეტთან შეხვედრას ითხოვენ. სურვილი აქვთ, საკუთარი არგუმენტები მთავრობის წარმომადგენლებს გააცნონ.
გადადგომას არ აპირებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ამ დრომდე უცნობია თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშია პოზიცია. ოპოზიცია გადაწყვეტილებას ზეწოლად აფასებს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.