ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა

01 თებ 2026

ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა და ირანელ კოლეგასთან საუბრისას რეგიონში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა. ილჰამ ალიევმა დაადასტურა აზერბაიჯანის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს დაძაბულობის მოგვარებაში და აშნიშნა, რომ ბაქო მხარს უჭერს ასეთი საკითხების მოგვარებას მოლაპარაკებების გზით. თავის მხრივ, ირანი პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიმართ.