აიათოლა ხამენეი ისევ იმუქრება

01 თებ 2026

ირანის სულიერი ლიდერის განცხადებით, აშშ-მა უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება. აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ირანის რესპუბლიკა არცერთ ქვეყანაზე თავდასხმას არ ცდილობდა, თუმცა ირანელი ერი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ყველას, ვინც მას თავს დაესხმება. მისი თქმით, ირანელ ხალხს აშშ-ის მუქარის არ უნდა შეეშინდეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს.