01 თებ 2026
სამინისტროს განმარტებების მიუხედავად, პროტესტი გრძელდება ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი კვლავ შეიკრიბა.
ისინი განათლების ახალ რეფორმას ეწინააღმდეგებიან და განათლების მინისტრთან და რექტორებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას დიდ შეცდომად მიიჩნევენ.