02 თებ 2026
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია, რომელიც თავისუფალი აგენტია, კარიერას „მეცში“ გააგრძელებს. „ეკიპის“ ცნობით „მეცი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ერთბაშად ორი ფეხბურთელის ტრანსფერს დაადასტურებს: ერთი ქვილითაა, მეორე ბუნა სარი, რომელსაც „ბაიერნში“ უთამაშია.
გიორგიმ ცოტა ხნის წინ ლიმასოლის „არისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, შესაბამისად, „მეცი“ მას უფასოდ დაიმატებს. გიორგი ქვილითაია ბოლოს კვიპროსში თამაშობდა, კერძოდ, „არისში“, სადაც 2024 წლიდან 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა. „მეცი“ ლიგა 1-ში ბოლო, მე-18 ადგილზეა და ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
„მეცის“ ღირსებას გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი იცავენ, შესაბამისად, ფრანგულ გუნდში ერთბაშად სამი ქართველი იქნება. გარდა ამისა, „მეცში“ გიორგი მიქაუტაძეს უთამაშია, რომელსაც ამ გუნდის მაისურით 63 თამაშში 38 გოლი აქვს გატანილი.