ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი

02 თებ 2026

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-18 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბასკონია“ დაძაბულ ბრძოლაში, 89:85 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი მოედანზე გამორჩეული იყო: გიორგიმ 17 წუთში 14 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

„ტენერიფე“ 11 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 თებერვალს, „ბურგოსს“ ესტუმრება. „ბარსელონა“ სტუმრად „მურსიას“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე, 83:84 დამარცხდა. თორნიკე შენგელიამ 21 წუთი ითამაშა და მხოლოდ 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. 

„ბარსელონა“ 12 მოგებით და 6 წაგებით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.