სანდრო მამუკელაშვილი „იუტასთან“ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

02 თებ 2026

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2025-2026 წლის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „იუტასთან“ გამართა და 107:100 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 30 წუთი მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან თავის გუნდს 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილმა ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ოთხი საჯარიმო გამოიყენა. 

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო რეპტორსი“ 5 თებერვალს „მინესოტასთან“ გამართავს.