ნეპალში კორუფციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

14 სექ 2025

ნეპალში ანტიკორუფციული საპროტესტო გამოსვლების დროს დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, არეულობის დროს დაზიანებულ სავაჭრო ცენტრებსა და სხვა შენობებში სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს გარდაცვლილთა სამძებრო სამუშაოები, იმ შენობებში,  რომლებიც არეულობის დროს ხანძრის შედეგად დაიწვა. დაშავებულთა რაოდენობა 2100-ს აღემატება.