ქართველი მოფარიკავეების წარმატება მსოფლიო თასზე

02 თებ 2026

თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნაკრებმა მერვედფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუმინეთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინეთის უძლიერეს ნაკრებს სძლია.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენები დაძაბულ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსან უზბეკეთის ნაკრებთან დამარცხდნენ. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა და 45:44 გაიმარჯვა. ტურნირზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა ალექსანდრა კუვაევამ, რომელმაც ფინალურ მატჩში რუმინელს სძლია.

აჭარის ნაკრების წევრი ანანო ჯინჭარაძე, რაპირით ფარიკაობაში საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

პარიზში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, პირადი მწვრთნელის თინა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, სპორტსმენმა 3 ჯგუფური ეტაპი გაიარა, 25-მდე ბრძოლა ჩაატარა, 100-ზე მეტ მონაწილეს შორის ფინალში გასვლა შეძლო და მეორე ადგილზე გავიდა.