უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

14 სექ 2025

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უპილოტო სისტემების ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში ერთ-ერთ დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.

უწყების ცნობით, ეს ქარხანა ნავთობის გადამუშავების მოცულობებით რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ლიდერია. ქარხანა ყოველწლიურად 20 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.