02 თებ 2026
მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში - ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა დღეიდან პარლამენტში იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი ამ წუთებში ბიუროზე დარეგისტრირდება; დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. მიმდინარე კვირასვე უნდა შედგეს კომისიის პირველი სხდომა.
განხილვებში აქტიურად ჩართვას გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია.
პარალელურად, ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს სამთავრობო კომისია, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრები ქსელური მარკეტების, ნავთობკომპანიების სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.