იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის ინიციატივა

02 თებ 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა საჭირო პროცედურის გავლის საფუძველზე მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრის გახსნა.