02 თებ 2026
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვასაც იწყებს. მთავარი განხილვის საგანია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, ამ ცვლილებებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილი ეწინააღმდეგება.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ასევე განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიური პერსონალისთვის ახალი, დამატებითი კონკურსები და ატესტაციები იგეგმება.
პარალელურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი მოითხოვენ, შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ცვლილება, ასევე დაიწყოს კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან.