02 თებ 2026
მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში - ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა დღეიდან პარლამენტში იწყება. საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე განიხილეს და პროცედურები განმარტეს.
როგორც სხდომაზე ითქვა, პლენარულ სესიაზე დადგენილების დამტკიცების შემდეგ, კომისია დაკომპლექტდება და ფასების შემსწავლელი სპეციალური კომისია პირველ სხდომას ხუთშაბათს ჩაატარებს.
დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. განხილვებში აქტიურად ჩართვას გეგმავს საპარლამენტო ოპოზიცია.
პარალელურად, ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობს სამთავრობო კომისია, რომელმაც უკვე გამართა შეხვედრები ქსელური მარკეტების, ნავთობკომპანიების სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.