ვითარება უკრაინაში

02 თებ 2026

დონეცკის რეგიონში, სარტანის დასახლებაში დრონით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

სარტანა დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში საპორტო ქალაქ მარიუპოლის მახლობლად მდებარეობს. 

დონეცკი უკრაინის ოთხი რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთმა ნაწილობრივ ოკუპირებული და საკუთარ რეგიონად გამოაცხადა 2022 წელს, რაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნების უმეტესობამ უკანონოდ აღიარა.