03 თებ 2026
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ქნესეთის სპიკერთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა.
უწყების იფნრომაციით, ორმხრივი შეხვედრების ფორმატში მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. იმსჯელეს აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებზე, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებაზე. ამ მიმართულებით ქნესეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვეს.