„მე მომავალში" - ანტინარკოტიკული კამპანია

03 თებ 2026

საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ განახლდა. მიმდინარე წელს კამპანიას შეუერთდა საქართველოს სპორტის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა სპორტული აქტივობით იქნება წარმოდგენილი.

კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია, ცნობიერების ამაღლება და ცხოვრებისჯანსაღი წესის პოპულარიზაცია,  შეხვედრები VI-IX კლასის მოსწავლეებთან საქართველოს ექვს რეგიონში გაიმართება.