განათლების რეფორმა - განხილვა განათლების კომიტეტის სხდომაზე

03 თებ 2026

საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით დაიწყო  განათლების რეფორმის განხილვა.  საუბარია, “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებზე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.

ამ წუთებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  დაგეგმილ ცვლილებებს კომიტეტი სხდომაზე განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით, ახალი, რეგიონული განათლების ცენტრი შეიქმნება, რეფორმების შემდეგ კი საქართველოს მაჩვენებელი საერთაშორისო რეიტინგებში უნდა გაიზარდოს. განათლების სისტემური რეფორმა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გარდა, სასკოლო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსაც ითვალისწინებს.

შეხვედრა ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხმა ჯერ ბიურო და საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კანონმდებლები ცვლილებათა პაკეტს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ.