ცვლილება გრანტების შესახებ კანონში

03 თებ 2026

მიმდინარე სასესიო კვირის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. ინიცირებული პაკეტის მიხედვით, მკაცრდება შვიდი, მათ შორის გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონები.

გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის, ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. გრანტის მისაღებად, მთავრობის თანხმობა დასჭირდება საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციასაც, რომელიც საქართველოში საქმიანობს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება. ცვლილებები იურიდიულმა კომიტეტმა, პირველი მოსმენით და ერთი შესწორებით, გუშინ მიიღო.

თუ მეწარმე იურიდიული პირი, პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ჯარიმდებოდა. ცვლილების თანახმად, კანონის, მეორედ დარღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.