03 თებ 2026
ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხის შესწავლას სამთავრობო გუნდის პარალელურად, საპარლამენტო კომისია იწყებს. პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კანონმდებლები კენჭს დღეს უყრიან.მანდატის ფარგლებში, საპარლამენტო კომისიის წევრები კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
14-კაციან კომისიაში 7 მანდატი ოპოზიციისაა, რომელიც აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში. კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, კომისია ბიზნესთან ერთად აპირებს მსჯელობას, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ბაზარზე ფასების რეგულირება.