4 თებერვლიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება

03 თებ 2026

ბათუმის ავტოტრანსპორტის განცხადებით, 4 თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასური 70 თეთრით განისაზღვრა.

"მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ შენარჩუნდება უფასო მგზავრობა შემდეგი კატეგორიებისთვის: მასწავლებლები და მოსწავლეები, სტუდენტები (უმაღლესი და პროფესიული), პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები, ვეტერანები, დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები (0–70 000), მარტოხელა მშობლები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.