პრემიერ-მინისტრი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

03 თებ 2026

პრემიერ-მინისტრი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯასემ მოჰამედ ალბუდაივის გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის არსებულ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ ამ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ხელს შეუწყობს საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.