03 თებ 2026
ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტე უკრაინაში იმყოფება.
რუტემ, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი გვირგვინით შეამკო, დღესვე სიტყვით გამოვიდა უმაღლეს რადაში, რა დროსაც აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებებიც ახსენა, რომელიც 4 და 5 თებერვალს აბუ დაბიში გაიმართება.
შეაფასა რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმაც და თქვა ,რომ მოსკოვი რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული არ არის.