​შეხვედრა თსუ-ს წარმომადგენლებთან

04 თებ 2026

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი განიხილა.

მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება და ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენელს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს.

ასევე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების საკითხზე დამატებითი კონსულტაციები შედგება.