04 თებ 2026
სატყეო სექტორის რეფორმის ფარგლებში მომზადებულ ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა გაიმართა. ცვლილებები მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებასა და ტყის დაცვის გაძლიერების მექანიზმებს ითვალისწინებს.
ასევე, იგეგმება ბიზნესპროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია. კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს.
ასევე, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება. პროექტის მიხედვით, ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის არსებული მოდელიც შეიცვლება.
გარდა ამისა, იქმნება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხე-ტყის სარგებლობის, გადაადგილებისა და პირველადი გადამუშავების სრულ აღრიცხვას.