თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ

16 სექ 2025

თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. ისინი 5-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან.

საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.

იუნკერის სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

უწყების ინფორმაციით, მათთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია.

წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა.