04 თებ 2026
ბათუმში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი გრძელდება.
მუნიციპალური ინსპექციის ზედამხედველობითა და „ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფების ჩართულობით დღეს ძველ ბულვარში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა. კვების ობიექტს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
კაფე-ბარის ტერიტორია მოწესრიგდება და დაიგება მწვანე საფარი. რაც შეეხება უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესს, როგორც მერიაში აცხადებენ მისი მიზანი ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაა.