გახდება თუ არა ხელისუფლების არაღიარება დასჯადი? - განცხადებები 

04 თებ 2026

შესაძლოა უახლოეს პერიოდში დღის წესრიგში დადგეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების ორგანოებს არ აღიარებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკითხზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და შესაძლოა გერმანული მოდელის მიხედვით მისი ინიცირება მოხდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ექსტრემიზმი დასჯადი უნდა გახდეს. ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიცია მორიგ რეპრესიულ აქტად აფასებს.