04 თებ 2026
„თუ ბრიუსელმა თავისიკურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ახსენებს ოფიციალურ ბრიუსელს რომ მათ არ დაუგმიათ 4 ოქტომბერს თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემაც, მისი თქმით ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები კომენტარსაც კი არ აკეთებენ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განზრახვას, რომელიც რეალურად ჰქონდა ევროპულ ბიუროკრატიას,პრემიერის თქმით, მათ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადეს თავის დროზე 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას.