04 თებ 2026
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია, მთავრობას კი გამოწვევების საპასუხოდ გეგმა აქვს შემუშავებული.
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე პრემიერი ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებლების გაერთიანების პირობებში ტექნიკური მიმართულებები პირიქით, გაძლიერდება.