04 თებ 2026
პარლამენტის ბიურომ სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნას შეისწავლის.დროებით კომისიაში 14 წევრიანი იქნება.
აქედან „ქართული ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „გახარია საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
კომისია მუშაობას მიმდინარე კვირასვე დაიწყებს და სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.