Human Rights Watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ 

04 თებ 2026

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი საქართველოზეა.

ანგარიშის მიხედვით,  2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, როდესაც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ფართომასშტაბიანი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას და კრიტიკული მედიის გაჩუმებას.

მათივე ინფორმაციით,  საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალა გამოიყენა.  ანგარიშში საუბარია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზეც.

ორგანიზაცია წერს, რომ პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მასშტაბური დარბევისა და ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. საუბარი შეეხო  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასაც.