4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა

04 თებ 2026

4 თებერვალი კიბოს მსოფლიო დღეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  ძირითადი აქცენტი, საქართველოში, კიბოს სკრინინგის მოცვის გაუმჯობესების მიმართულებით გაკეთდა. 

ყურადღება გამახვილდა იმ  პროგრამებზე, რომლებსაც  სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს. 

ამასთან  ისაუბრეს  ცვლილებებზეც, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში.