04 თებ 2026
ორმხრივი შეხვედრები, პანელური დისკუსიები და მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართული აუდიენცია - პრემიერ-მინისტრმა დუბაიში გამართული შეხვედრები შეაფასა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დუბაის სამიტი პარტნიორებთან სხვადასხვა თემაზე საუბრის კარგ შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის ქვეყნის კავშირების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებას.
როგორც პრემიერმა განაცხადა განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებსაც, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა ეკონომიკურ თანამშრომლობას.