გააგრძელებს თუ არა ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას

04 თებ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ინდოეთმა გადახედა რუსული ნავთობის იმპორტისადმი თავის მიდგომას ნიუ-დელიში შეერთებულ შტატებთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმების შემდეგ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნავთობით ვაჭრობა სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის და ხელს უწყობს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას.  

ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტას დათანხმდა.