05 თებ 2026
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, IMTM 2026-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, გამოფენაში ჩართულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები.
IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ.
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს, გამოფენას 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.