ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების ინიციატივა არ არის დასაბუთებული და მიზანშეწონილი - თსუ-ის სენატი

05 თებ 2026

მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმშია საუბარი.

ოქმში ნათქვამია, რომ გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. განმარტებულია, რომ საკითხი სენსიტიურია და გამჭვირვალობას მოითხოვს, ასევე აქამდე არც ერთი სახის კვლევა არ ყოფილა, რომლის მიხედვითაც გაერთიანება პოზიტიურ შედეგს მოიტანს.

სენატი განსაკუთრებით ხაზს უსვამს უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპს, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტურ საფუძველს.

სენატი მიიჩნევს, რომ მსგავს მასშტაბურ ინსტიტუციურ რეორგანიზაციას თან ახლავს ადმინისტრაციული და აკადემიური რისკები.